რეზონანსი
28.07.2025

პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა, - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი „გორბის“ ახალი კვლევის შედეგებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ნდობა კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ მან საბაზისო ღირებულებებს პატივი უნდა სცეს.

„ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს. ჩვენი მიზანია, ვიმოქმედოთ ხალხის მიერ მონიჭებული ამ მანდატის შესაბამისად.

ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს: გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×