რეზონანსი
28.07.2025

უკრაინის ევროპული ინტეგრაცია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის მთავარი თემები იყო. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით განსაკუთრებული ყურადღება ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტს დაეთმო, რომლის დამტკიცება მომავალ კვირას იგეგმება.

„ვისაუბრეთ კანონპროექტზე, რომელიც გარანტირებულს ხდის უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს: მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი დაუყოვნებლივ იყოს მიღებული, უკვე შემდეგ კვირას“, - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×