რეზონანსი
28.07.2025

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ქალაქ ბურსას სიახლოვეს ხანძარი უქმე დღეებში გაჩნდა და 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ცნობისთვის, 25 ივლისს ხანძარი გაჩნდა თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რის გამოც მთავრობამ ორი პროვინცია, იზმირი და ბილეჩიკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ასევე ანტალიის პროვინციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×