რეზონანსი
28.07.2025

სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, ამ სიგიჟიდან რომ გამოძვრე,- ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს და ერთობით მოხდეს ყოველივეს დასრულება.

„ბიძინა ივანიშვილს - გრიგორიჩ, გასაკოჭად ნუ გაუხდი ბიჭო ამათ საქმეს, საერთოდ რა ხალხია, გადახედე, რა ტიპები არიან, ვისთან გაქვს საქმე?! ჩემზე უკეთესად ხომ იცი არასერიოზული ხალხია, დაგღუპეს უკვე აქამდე მიგიყვანეს და უარესს გიზამენ. ცოტა აზრზე მოდი, სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, აი ამ სიგიჟიდან, რომ გამოძვრე. რაც შეეხება კობახიძე- მდინარაძეს, კიდევ გეუბნებით, მხოლოდ ერთიანობით არანაირი ხელების ჩამოშვება. 4 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა შევიკრიბოთ. მანამდე მოხდება რამე, კიდევ რამე სისულელეს იზამენ? 10 სექტემბერს იქნება დასამთავრებელი? უნდა გავაკეთოთ! ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×