რეზონანსი
28.07.2025

 დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთს 10 ან 12 დღის ოდე­ნო­ბით ვა­დას აძ­ლევს. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა შოტ­ლან­დი­ა­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, კირ სტარ­მერ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მი­საღ­წე­ვად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის მი­ცე­მულ 50-დღი­ან ვა­დას 10 ან 12 დღემ­დე ამ­ცი­რებს.

"ვა­პი­რებ, ახა­ლი ბოლო ვადა და­ვა­წე­სო, დღე­ი­დან 10 ან 12 დღის ოდე­ნო­ბით. ლო­დინს აზრი აღარ აქვს. მინ­და, რომ გუ­ლუხ­ვი ვიყო, მაგ­რამ პროგ­რესს ვერ ვხე­დავთ", - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია.

ამას­თან, რო­გორც ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, "თუ რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­ვაღ­წევთ, მა­შინ მე­ო­რად სან­ქცი­ებს და­ვა­წე­სებთ".

"არ მინ­და რუ­სეთს ეს გა­ვუ­კე­თო. მე რუსი ხალ­ხი მიყ­ვარს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხალ­ხია. მაგ­რამ, მან ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­თან­ხმე­ბა უნდა და­დოს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუ­სე­თის­თვის მი­ცე­მულ 10 ან 12-დღი­ა­ნი სა­ბო­ლოო ვა­დის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას დღეს ან ხვალ გა­ავ­რცე­ლებს.

"ლო­დინს აზრი არ აქვს, რო­დე­საც იცი, რა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე დო­ნალდ ტრამპმა უპა­სუ­ხა, რომ "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით დი­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აღარ არის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×