რეზონანსი
28.07.2025

 ფრანსუა ბაირუს განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის "შავი დღეა." ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

"შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაინესა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ს დაემორჩილა," - წერს ბაირუ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.

შეგახსენებთ, 27 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×