რეზონანსი
28.07.2025

ვლადიმერ პუტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების სხვადასხვა ასპექტი განიხილეს. რუსულმა მხარემ რეგიონში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა დაადასტურა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ასევე, კრემლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა „ხაზი გაუსვა სირიის მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×