რეზონანსი
28.07.2025

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან" სუსის მიერ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაკავებებს ეხმაურება. მისივე თქმით, გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება.

„არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა თანამდებობას იკავებდა ან იკავებს, ყველასთან ვართ შეუწყნარებლები. თუ გამოვლინდა ფაქტი, რომ ადამიანს ქრთამი აქვს აღებული, ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე და ჩვენ ვერ ჩავთვლით რომ ის ან ჩვენი გუნდის წევრი იყო, ან არის, ან ოდესმე იქნება. ნებისმიერი ადამიანი, გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სუს-მა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×