რეზონანსი
29.07.2025

ავარია მოხდა რუსთავი-გაჩიანის გზაზე. "ინფო რუსთავის" ცნობით, რუსთავის ავტობანზე, ე.წ. გაჩიანის ხიდზე "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 არასრულწლოვანია. პაციენტების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×