რეზონანსი
29.07.2025

 შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ტაქტიკას სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.

რაშა-გეითის სკანდალზე ამერიკაში გამოძიება გრძელდება. ტულსი გაბარდის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმაც დაადასტურა, რომ ობამას ადმინისტრაციის გეგმა იყო ტრამპისთვის ბრალი დაედოთ რუსეთთან კავშირებში და ცრუ თანამშრომლობაში.

საკითხს აფასებენ ოპოზიტურ სპექტრში. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ის ნაბიჯები, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს არის რუსული და ამას ფაქტს ევროპული კავშირიც კი აღიარებს.

"კანონმდებლობა, რომელიც მათ მიიღეს, მართვის სტილი, რომლითაც მართავენ, პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ანტიდასავლური დეზინფორმაცია, რომელიც თავად ევროპულმა კავშირმა შეაფასა, როგორც რუსული სტილის მეთოდები - ყველაფერი ის, რასაც აკეთებენ, როგორც აკეთებენ, არის რუსული. გაკლიათ ფაქტები?! "ქართული ოცნების" მიერ ბოლო წელიწად-ნახევარში მიღებული კანონების აბსოლუტური უმრავლესობა არის დრაკონული", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×