რეზონანსი
29.07.2025

 გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სპორტულ რედაქციებში.

გოგი ფრანგიშვილი იყო პროგრამა „მოამბის" სპორტული მიმომხილველი, პოპულარული სატელევიზიო გადაცემების „ასპარეზი" და „ოვერტაიმი" ავტორი და წამყვანი, რადიოჟურნალ „ფიზკულტურა და სპორტის" რედაქტორი.

გოგი ფრანგიშვილი გახლდათ ქართული სპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის „ათენიდან- ათენამდე" ერთ-ერთი ავტორი.

გოგი ფრანგიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს სპორტის ისტორიისა და საქართველოს დიდი ჩემპიონებისადმი მიძღვნილი მრავალი წერილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×