რეზონანსი
29.07.2025

 სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

„შეხვედრა გვქონდა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც, რა თქმა უნდა, არაღიარების საკითხი ნაკლებად დგას. აქ ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. გაცვალეთ ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ სლოვაკეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვქონდა გამოთქმული ის წუხილი, რომ ევროკავშირში სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყანა არასწორად აფასებს ვითარებას, თუ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ მათ და ამიტომ, ეს ყველაფერი ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. გვქონდა საკმაოდ გულითადი საუბარი. სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×