
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა, სიცოცხლე", - ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო დაკავებულმა ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"ქალბატონი ხათუნა 2012 წელს გავიცანი, მცირეწლოვნებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა, მე ვიწამე ადამიანობა, იმ მცირე წლოვანებს რომ არ ეგრძნოთ ჩემს შვილებზე ნაკლები ყოფილიყვნენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბინა და ავტოფარეხი გადავეცი საჩუქრად. ყველასგან მიტოვებულ ადამიანს, რომელიც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
მას მივეცი არამარტო სახლ-კარი, არამედ პეტრას ციხესთან სამოსახლო ვუყიდე და გადავეცი. ჩემს შვილებთან ერთად სრულყოფილება რომ ეგრძნოთ, ჩავკიდე ხელი და მსოფლიო შემოვატარე. როდესაც პარლამენტის წევრი გავხდი, პირველად მითხრა, რომ რაც შენ გაბადია, ეს ყველაფერი გადმომიფორმე და გათავისუფლდებიო, მე მთლიანი ქონება გადავუფორმე, მას ჩემი ნდობა ჰქონდა.
ეს იმ გრძნობით ხდებოდა, რასაც ოჯახის სიყვარული ჰქვია. მე პირველი ოჯახი დამენგრა და ამ ოჯახს ძალიან ვუფრთხილდებოდი. წლების განმავლობაში მეგონა ბედნიერი ვიყავი, 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე, პეტრას ციხესთან ნაკვეთი საზეიმოდ გადავეცი[ცოლს]. ბედნიერი ვიყავი, ვემსახურებოდი ჩემს ოჯახს, როდესაც სახლში მივიყვანე, ჭავჭავაძის #83 ში, ბინაში რომელიც ვაჩუქე, ჩუქება დაფიქსირებულიყო ოფიციალურად. მაგრამ ქალბატონმა ხათუნამ თქვა ნასყიდობის ხელშეკრულება გავაკეთოთო.
2019 წლის 19 ოქტომბერს ის წავიდა, მან თავისი არჩევანი შვილებზე გააკეთა, რომლებისთვისაც ყველაფერს ვაკეთებდი. ვეხვეწებოდი, მაგრამ კატეგორიული უარი იყო.
2019 წლის 23 ოქტომბერს შევხდი მანქანით, კონტაქტო ვთხოვე, ამ თხოვნა მუდარაში პატრული გამოიძახა და ძალადობს ფსიქოლოგიურადო, - განუცხადა.. ერთთვიანი შემაკავებელი ოქმი შეადგინეს. დროთა განმავლობაში თხოვნა-მუდარა მქონდა, მაგრამ უშედეგოდ.
მისი ინიციატივა იყო, რომ თუ გინდა ოჯახი აღვადგინოთ, თანამესაკუთრე გამხადეო (სხვადასხვა ქონებაზე), ის დაჟინებით ითხოვდა თანამესაკუთრეობას.
2021 წლის 13 დეკემბერს, ახალი ჩამოსული ვიყავი საბერძნეთიდან. მინდოდა ბედნიერება აღმენიშნა, ხელი მოვაწერე - სამი ლოკაციაზე თანამესაკუთრე გავხადე, იმ დღესვე მითხრა, რომ აღარ გაჩერდებოდა, იმ დღის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. მე ვეუბნებოდი ტელეფონით ოჯახი აღგვედგინა, მან მიპასუხა, გადავიფიქრეო.
გავიდა 4 წელი, როგორც მოძღვარმა მითხრა, ეს ადამიანი სხვა ადამიანთან ცხოვრობს. ეს ჩემთვის ქართველი კაცისთვის ძალიან მიუღებელი იყო. ცერემონიალი ჩატარდა ჯვრის აყრის, დავურეკე და ვუთხარი, ხელის გაწერაზე დამთანხმდა. ეს ადამიანი დაინტერესებული იყო - რაც ებადა ლუკა კურტანიძეს, მისი მფლობელი გამხდარიყო.
თურმე მე მოძალადე ვყოფილვარ, სიცოცხლე გავეცი და ერთი მადლობის ნაცვლად, ამდენი მტრობა მივიღე. თუ შევცდი, ჩემი სიბრიყვეა, მაგრამ მე ამისთვის უნდა დამსაჯონ, ღმერთს მივენდე, ამისთვის უნდა გავიარო ის პროცედურები.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა, სიცოცხლე", - თქვა ლუკა კურტანიძემ.
ხათუნა მიქაცაძე კი გადაცემა “რეაქციაში“ ლუკა კურტანიძის ძალადობაზე საუბრობს და ჰყვება:
„ქობულეთის სახლის თანამესაკუთრეები ვართ, მე და სოფიო მეფარიშვილი, ელდარ კურტანიძის მეგობარი გოგო, როგორც თვითონ ამბობს. მართლა გულწრფელად არ ვიცი როგორ მოვიხსენიო და მოდი, იყოს მოქალაქე სოფიო მეფარიშვილი.
„ეს სახლი იყო 2020 წლამდე ჩემი საკუთრება, დაწყებული მიწის შენებიდან, მშენებლობის პროცესში. დამირეკა, მთხოვა ტაძარში შეხვედრა. მუდამ ვეხმარებოდი, ვაგრძელებდი მის საკვებზე, მისი ტანსაცმლის მოწესრიგებაზე ზრუნვას ამ პერიოდში.
წმინდა ილია მართლის ტაძარში შევხვდი, დავჯექით ეზოში და ვსაუბრობთ. მე მას კარგად ვიცნობ, მივხვდი, დახმარებას არ საჭიროებდა. უცბად მისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იარაღით ჩემი შვილის და ჩემი სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა და მითხრა, რომ შვილს მოუსპობდა სიცოცხლეს და ამას მაყურებინებდა, თუ არ გადავუფორმებდი ქობულეთის სახლს. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, დავინახე იარაღი და მიშველეთ, გაყინული ხმით დავიძახე, რაზედაც ტაძრიდან გამოვიდა დედა ანა და მანაც დაინახა ეს ყველაფერი. კარგად ვიცნობ, ის იყო ჩემს ჯვრისწერაზე მეჯვარე. დიახ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იარაღის მუქარით, ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობის და ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფონზე, მე მას ნოტარიულად გადავუფორმე ქობულეთის სახლი.
ნასყიდობის ხელკშეკრულებით გადააფორმა, ის ქონება, რომელზედაც სოფია ამბობს, რომ 14 მილიონადაა შეფასებული, მილიონ 600 000–ად, სადაც 100 000 თურმე სოფიას გადახდილი ჰქონია, ასევე გადააფორმა იარაღი და მანქანა. იგივე ქალბატონი სოფიასგან ჟღერდება, რომ მე ვართმევ ქონებას, მე ვაღიარებ ელდარ კურტანიძის და სოფიოს ქონებას, ეს მათია, მათ აქვთ საკუთრების, სიცოცხლის უფლება და მეც მაქვს საკუთრების და სიცოცხლის უფლება.
ვითხოვე გამიჯვნა – უარი თქვა. ვაცნობე, რომ ამ სახლში მინდოდა, შევპირდი ელდარის ერთ–ერთ შვილს, ულამაზეს, უკარგეს გოგოს, რომ შენ აქ დაისვენებ. ქალბატონი სოფია ურეკავს ელდარ კურტანიძის შვილებს და ეუბნება, რომ არ უნდა ჩავიდნენ ქობულეთში და დაემუქრა:– სადაც ხართ, იქედანაც გამოგყრით.
მე სახლის კართან ვიყავი და ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ ელდარ კურტანიძე შეიჭრა ჩემს სახლში, ელდარ კურტანიძემ გააპროტესტა საკუთარი შვილების დასვენება ამ სახლში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მისი აგრესია იყო იმის გამო, რომ მისი შვილები იქ არ უნდა მისულიყვნენ.
ჩემს შვილებს ჰყავდა ღირსეული მამა, ელდარ კურტანიძის შვილებს არ ჰყავთ ღირსეული მამა, იმ 2 შვილზე ვამბობ, რომლებსაც არ ახსენებს. ჩემი შვილების მამა იყო ღირსეული მამა. აუცილებლად დავიცავ ჩემი შვილების ცრემლებს", - განაცხადა მიქაცაძემ.