რეზონანსი
29.07.2025

 დიდი ბრი­ტა­ნე­თი პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს აღი­ა­რებს თუ ის­რა­ე­ლი სექ­ტემ­ბრამ­დე ღა­ზის სექ­ტორ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას არ და­თან­ხმდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კირ სტარ­მერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"გა­მიზ­ნუ­ლი გვაქვს ორი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაც­ვა და პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს სექ­ტემ­ბერ­ში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ის წი­ნა­შე ვა­ღი­ა­რებთ, თუ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა არ­სე­ბით ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს ღა­ზა­ში სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და ხან­გრძლი­ვი მდგრა­დი მშვი­დო­ბის ერ­თგუ­ლი არ გახ­დე­ბა, მათ შო­რის შიმ­ში­ლის და­სას­რუ­ლებ­ლად, გა­ე­როს­თვის ღა­ზას ხალ­ხის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­დგე­ნით, ცე­ცხლის შე­თან­ხმე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბით და იმის ცხა­დად გახ­დო­მით, რომ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ანექ­სი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სტარ­მერ­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პამ­დე მის­ვლას ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გას­ვლა და "ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­შო­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება" - კირ სტარმერი

დიდი ბრი­ტა­ნე­თი პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს აღი­ა­რებს თუ ის­რა­ე­ლი სექ­ტემ­ბრამ­დე ღა­ზის სექ­ტორ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას არ და­თან­ხმდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კირ სტარ­მერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"გა­მიზ­ნუ­ლი გვაქვს ორი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაც­ვა და პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს სექ­ტემ­ბერ­ში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ის წი­ნა­შე ვა­ღი­ა­რებთ, თუ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა არ­სე­ბით ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს ღა­ზა­ში სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და ხან­გრძლი­ვი მდგრა­დი მშვი­დო­ბის ერ­თგუ­ლი არ გახ­დე­ბა, მათ შო­რის შიმ­ში­ლის და­სას­რუ­ლებ­ლად, გა­ე­როს­თვის ღა­ზას ხალ­ხის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­დგე­ნით, ცე­ცხლის შე­თან­ხმე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბით და იმის ცხა­დად გახ­დო­მით, რომ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ანექ­სი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სტარ­მერ­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პამ­დე მის­ვლას ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გას­ვლა და "ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­შო­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ჰა­მა­სმა" და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს მძევ­ლე­ბი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მო­ა­წე­როს ხელი, მი­ი­ღოს ის ფაქ­ტი, რომ ღა­ზას მთავ­რო­ბა­ში არა­ნა­ირ როლს არ ითა­მა­შე­ბენ და გა­ნი­ა­რაღ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სტარ­მერ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ამ­დე დიდი ბრი­ტა­ნე­თი შე­ა­ფა­სებს მხა­რე­ებ­მა რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლეს ეს ნა­ბი­ჯე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×