რეზონანსი
30.07.2025

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. დედაქალაქის მოქმედ მერს მმართველი პარტია ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამედ წარადგეს. ინფორმაცია "კურიერს" ოფიციალურად დაუდასტურეს პარტიის პრესსამსახურში.

ადასტურებენ იმასაც, რომ კახა კალაძის წარდგენის ოფიციალური ღონისძიება ხვალ გაიმართება. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კახა კალაძე ასევე იკავებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×