რეზონანსი
30.07.2025

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლორა დალმაიერი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პენსიაზე გასული გერმანელი ბიათლონისტი პაკისტანის მთებში ქვის ცვენის ქვეშ მოყვა. ქვის ცვენა ყარაკორამის მთებში, ლაილას მწვერვალზე მოხდა.

სამაშველო ოპერაცია ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც დალმაიერის მთამსვლელმა პარტნიორმა, მარინა ევამ მაშველები გამოიძახა.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ცუდი ხილვადობისა და ამინდის გამო, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება ვერ შეძლეს.

დალმაიერის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის სიშორის გამო, სამაშველო ვერტმფრენმა ადგილზე მისვლა და მისი დათვალიერება მხოლოდ სამშაბათს დილით შეძლო. 

შემთხვევის შედეგად სპორტსმენი მძიმედ იყო დაშავებული. მიღებული ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.

31 წლის დალმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2019 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×