რეზონანსი
30.07.2025

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება, ცეცხლის შეწყვეტის შანსი არ არსებობს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია.

„მე ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გვსურს. ამიტომ, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მჯერა, რომ მან შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ერთი წლის წინანდელი შეთავაზების უარყოფა მშვიდობის დამყარების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ამას, მით უფრო მაღალი ფასი დაჯდება. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ამ ომში დრო მისი ქვეყნის მხარეს იყო. მან უარყო ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დრო რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის მდგომარეობა ადვილი არ არის. ძალიან რთულია ერის გაერთიანება, რომელიც უიმედო ომშია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×