რეზონანსი
31.07.2025

 ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს - რას წერს Reuters?

ტრამ­პის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ ინ­დო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის შეს­ყიდ­ვა შე­ა­ჩე­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Reuters წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გა­სულ კვი­რას რუ­სუ­ლი გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ნავ­თო­ბის შეს­ყიდ­ვა შე­ა­ჩე­რეს, ვი­ნა­ი­დან აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მოს­კო­ვის­გან ნავ­თო­ბის მყიდ­ვე­ლე­ბის­თვის მუ­ქა­რის შემ­დეგ რუ­სულ ნავ­თობ­ზე ფას­დაკ­ლე­ბე­ბი შემ­ცირ­და.

გა­მო­ცე­მამ აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­დო­ე­თი მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის მე­სა­მე იმ­პორ­ტი­ო­რი და სა­ზღვაო გზით რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მყიდ­ვე­ლია.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის შეს­ყიდ­ვა ინ­დო­ე­თის ოთხმა სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­წყვი­ტა - Indian Oil Corp-მა, Hindustan Petroleum Corp-მა, Bharat Petroleum Corp-მა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-მა.

ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა და ინ­დო­ე­თის ნავ­თო­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­მი­ნის­ტრომ ამ მო­მენ­ტის­თვის გა­მო­ცე­მას კო­მენ­ტა­რის­თვის არ უპა­სუ­ხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×