
"მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!" - ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებ," - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.
"მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია! ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს! ჩემო თბილისელებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გასული 8 წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა.
ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო! მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს!" - განაცხადა კახა კალაძემ.