რეზონანსი
01.08.2025

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

მარკ კარნის თქმით, აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (USMCA) არსებობა „ნიშნავს, რომ კანადურ საქონელზე აშშ-ის საშუალო ტარიფი რჩება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ყველა სავაჭრო პარტნიორთან შედარებით".

აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ შეადგინა და 2020 წელს შევიდა ძალაში, ჩრდილოეთ ამერიკაში დამზადებული საქონლის ფართო სპექტრს უფლებას აძლევს, მიიღოს უტარიფო რეჟიმი.

კანადის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კანადური ენერგოექსპორტის 100% და ყველა სხვა საქონლის 95% შეესაბამება შეთანხმების მოთხოვნებს.

„ჩვენი ეკონომიკის სხვა სექტორები, მათ შორის, ხე-ტყე, ფოლადი, ალუმინი და ავტომობილები მძიმედ დაზარალდება აშშ-ის გადასახადებით და ტარიფებით. ასეთი სექტორებისთვის კანადის მთავრობა იმოქმედებს კანადური სამუშაო ადგილების დასაცავად, ჩვენი ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, კანადური პროდუქციის შესაძენად და ჩვენი ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციისთვის", - განაცხადა მარკ კარნიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×