რეზონანსი
01.08.2025

ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებლისგან, მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი, ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა.

„თუ კი ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია.

სამართლებრივად ეს რამდენად ითარგმნება კონკრეტულ დარღვევაში საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა შეიძლება, ითქვას, ალბათ კომპეტენტური ორგანოები იტყვიან. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში არანაირი ისეთი კანონი არ არსებობს, რომელიც ასეთ უმსგავსობას უშვებს, რომ ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან ქირაობს სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე. არავინ იცის, ვინ რას იხდის და ანგარიშს ბერლინში აგზავნის. იქ რას მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ლიდერს ქეშით უხდის? ეს რა რაკურსით შეიძლება, განხილული იყოს, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკური კორუფცია სახეზეა. თავი რომ დავანებოთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება, თან ასე აგრესიულად, ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური კორუფციაა. უფრო მეტიც, ეს კონკრეტულ ელჩი საქართველოს არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, სადაც წესები უნდა დაიცვან. არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, რომელსაც გარკვეული ტრადიცია, კულტურა აქვს. ამით შეურაცხყოფს თუ არა მასპინძელ ქვეყანას და საზოგადოებას, მისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×