რეზონანსი
01.08.2025

ევროკავშირს ამჟამად საერთოდ არ აქვს პოლიტიკური სუვერენიტეტი და ამას მოჰყვება ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვა ახლა ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვას და კოლოსალურ დანაკარგებს იწვევს, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ამოცანა, რუსეთის სუვერენიტეტის განმტკიცებაა.

პუტინის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საერთოევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. მისივე თქმით, აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ნაბიჯების განხილვა დროში შეზღუდვების გარეშე.

ვლდიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს სურს რუსეთის წინსვლის შეჩერება, თუმცა ადრეც სცადა მისი დამარცხება.

„ნებისმიერი ადამიანის მხრიდან განცდილ იმედგაცრუებას რაც შეეხება, ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს. ეს ცნობილი ზოგადი წესია, მაგრამ საკითხის მშვიდობიანად გადასაჭრელად აუცილებელია საფუძვლიანი საუბრები და არა - საჯაროდ. ეს უნდა გაკეთდეს მშვიდად, მოლაპარაკების პროცესის სიჩუმეში. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ სამი ჯგუფის შექმნა. საერთო ჯამში, უკრაინული მხარის რეაქცია დადებითი იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი მოლაპარაკებები შეგვიძლია კამერების და ყოველგვარი პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე, მშვიდ რეჟიმში ვაწარმოოთ და კომპრომისები ვეძებოთ. ჯგუფებს ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დაიწყება. პირობები, რა თქმა უნდა, იგივე დარჩა. ეს პირობები არ არის, ეს მიზნებია. მე ჩამოვაყალიბე რუსეთის მიზნები. აქამდე, იმ მომენტამდე გვეუბნებოდნენ, რომ გაურკვეველი იყო, რა სურდა რუსეთს. იქ ყველაფერი ნათელია, მაგრამ მთავარია ამ კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა. სხვათა შორის, უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ალბათ აზრი აქვს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის უსაფრთხოებაზე საუბარს საერთოევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. ეს იდეა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გამოთქვა. ზოგადად, ჩვენ გვჯერა, რომ ეს სწორია. უკრაინის ხელმძღვანელობა თუ ფიქრობს, რომ ახლა მოლაპარაკების დრო არ არის და ჩვენ უნდა დაველოდოთ, ჩვენ მზად ვართ, დაველოდოთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×