რეზონანსი
01.08.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს.

ზელენსკიმ პუტინის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრაა საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ხედავს და მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, დაასრულოს ომი, ყველა მკვლელობა და მიაღწიოს ღირსეულ, ხანგრძლივ მშვიდობას.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ხვდება, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციაში და ვინ უნდა დაასრულოს ეს ომი.

„ჩვენ რუსეთისგან განცხადებებს ვისმენთ და თუ ეს მათი სერიოზული მზადყოფნის სიგნალია, ღირსეულად დაასრულონ ომი, დაამყარონ ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და თუ ეს მხოლოდ ომისთვის მეტი დროის მოგების, სანქციების გადავადების მცდელობები არ არის, უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე. უკრაინა გთავაზობთ, ტექნიკურ დონეზე განცხადებების გაცვლიდან და შეხვედრებიდან ლიდერებს შორის საუბრის დონეზე გადასვლას. ამერიკამ ეს შემოგვთავაზა, უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთის მზადყოფნაა საჭირო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×