რეზონანსი
01.08.2025

ეს ბაიდენის ომია და არა ტრამპის - მე უბრალოდ აქ ვარ, რომ ვნახო, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომზე.

„ახლახან შემატყობინეს, რომ ამ თვეში თითქმის 20,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ამ უაზრო ომში. წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112,500 ჯარისკაცი დაკარგა. ეს უამრავი უსარგებლო სიკვდილია! თუმცა, უკრაინამაც ძალიან იზარალა. მათ დაახლოებით 8,000 ჯარისკაცი დაკარგეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და ეს რიცხვი არ მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. უკრაინას ასევე აქვს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით მაშინ, როდესაც რუსული რაკეტები ეცემა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს. ეს ის ომია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო - ეს ბაიდენის ომია და არა „ტრამპის“. მე უბრალოდ აქ ვარ, რომ ვნახო, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×