რეზონანსი
01.08.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია. სასამართლოს გარეთა პერიმეტრზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“

მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ სასამართლო შენობის გარეთ. პროცესი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოქალაქეებს შეუერთდა მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შეკრებილებმა ერთმანეთს მოუწოდეს გააკეთონ ცოცხალი ჯაჭვი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთა მისამართითაც შეკრებილები სკანდირებენ - "ცრუ მოწმეები!"

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

მზია ამაღლობელი კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×