რეზონანსი
02.08.2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს სოციალური ქსელით ეხმაურება.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, გასულ თვეს უკრაინასთან ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. წლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა.

„თუმცა უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა. 2025 წლის პირველი იანვრიდან, მათ, დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაეღუპათ და ამ რიცხვში უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ შედიან. უკრაინამ, ასევე, დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით, როცა რუსული რაკეტები კიევსა და უკრაინის სხვა ადგილებში ჩამოვარდა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო - ეს ბაიდენის ომია და არა ტრამპის. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავრწმუნდე, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება!" - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×