რეზონანსი
02.08.2025

ლუკა კურ­ტა­ნი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და. მის­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ, სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა ძა­ლა­დო­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც მე­დი­ა­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე ცო­ლიც გა­მოჩ­ნდა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე, საუბრობს თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ქალი იხ­სე­ნებს იმ რთულ პე­რი­ოდს, როცა ლუ­კას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დევ­ნიდ­ნენ და ოჯახს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ლუ­კას ქცე­ვის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბა­ზე, ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­სა და იძუ­ლე­ბით და­შო­რე­ბა­ზე.

ყვე­ლაშ­ვი­ლი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და აცხა­დებს, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი დღემ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში არი­ან, რაც მის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია, რად­გან ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­და­მა­ლა და არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა

„ერ­თმა­ნე­თი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­ერ­თო მო­ძღვა­რი გვყავ­და. მრევ­ლი მო­სა­ლო­ცად მივ­დი­ო­დით და მა­მა­ოს მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­და. ლუ­კას და­უ­რე­კა და ჩვე­ნი წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. სპორ­ტუ­ლად არ ვცხოვ­რობ­დი, ხე­ლო­ვან ხალ­ხთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და არც ვი­ცო­დი ლუკა ვინ იყო. მე­ო­რედ ნათ­ლის­ღე­ბას შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, მა­ში­ნაც შემ­თხვე­ვით. ლუკა მიყ­ვე­ბო­და, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მორ­ჩი­ლად ცხოვ­რობ­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და მის სამ შვილს, ლუ­კას და პატ­რო­ნობ­და.

ერთი წლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლი საბა შეგ­ვე­ძი­ნა. წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ წე­ლი­წად­ში გო­გო­ნა ანა-მა­რია შე­მე­ძი­ნა, ამ დროს უკვე ორ­თა­ჭა­ლა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. საბა ახლა 17 წლის არის, ანა-მა­რია 15 წლის".

ეს ის წლე­ბია რო­დე­საც ლუ­კას საკ­მა­ოდ მძი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან...

- დიახ, სა­ში­ნე­ლი წლე­ბი გვაქვს გავ­ლი­ლი. წყნეთ­ში ბი­ნას ვა­შე­ნებ­დით, გვინ­გრევ­დნენ. ლუ­კას მუ­შა­ო­ბა უნ­დო­და ჭი­და­ო­ბის სფე­რო­ში, იქაც ავიწ­რო­ებ­დნენ. ორი შვი­ლი მყავ­და უკვე ლუ­კამ რომ მი­თხრა, გერ­მა­ნი­ა­ში ხომ არ წა­ვი­დე­თო. ეზო­ში ბავ­შვებს ვერ ვუშ­ვებ­დით, იყო მუ­ქა­რე­ბი. 26 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე რომ სცე­მეს, მა­შინ ორ­თა­ჭა­ლა­ში ვცხოვ­რობ­დით, გამ­თე­ნი­ი­სას ტაქ­სით დაბ­რუნ­და სახ­ლში, ვე­ლო­დე­ბო­დი, რა და­მა­ძი­ნებ­და. სას­ტი­კად ნა­ცე­მი მო­ვი­და, თავ­ში უზარ­მა­ზა­რი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და სის­ხლი­ა­ნი იყო.

- რო­გო­რი ქმა­რი იყო ლუკა?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ბავ­შვი ერთ წლამ­დე ისე გა­ი­ზარ­და, რომ აფ­თი­ა­ქის გზა არ ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი იყო. ანა-მა­რი­ამ რომ გა­ვა­ჩი­ნე, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელი არ გვქო­ნია მო­წე­რი­ლი. ჯვრის­წე­რას ვა­პი­რებ­დით ბეჭ­დე­ბი ვი­ყი­დეთ და ერ­თმა­ნე­თის სა­ხე­ლე­ბი გვქონ­და ამოტვიფ­რუ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ინ­გრა იქამ­დე სა­ნამ მის­გან წა­მო­ვი­დო­დი. ეს იყო იძუ­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლომ­დე მივ­ხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და.

სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა ამი­სი მი­ზე­ზი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან.

- აღ­ზრდის მე­თო­დი ჰქონ­და ასე­თი? - რა­ტომ კე­ტავ­და ბავ­შვებს.

- მა­გა­ლი­თად საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო. ვიცი, რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და იტყვი­ან ვი­ტყუ­ე­ბი.

- მარ­ტი­ვად გა­გიშ­ვათ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან?

- არა, ყვე­ლამ იცის თუ ვინ­მე მიც­ნობს, რომ დე­ი­დას­თან ვი­მა­ლე­ბო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დი ვთხოვ­დი, რომ იმ­დე­ნი სახ­ლე­ბი და ფარ­თე­ბი ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ე­ცა.

- ამ დროს უკვე ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე­ზე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი?

- დიახ, ეს მისი სტი­ლია. ბო­ლომ­დე არ არის გა­შო­რე­ბუ­ლი და სხვა ქალს ატყუ­ებს და ის მოჰ­ყავს ცო­ლად.

- თქვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა?

- დიახ, ის მარ­თლა მორ­ჩი­ლად იყო, შემ­დეგ მე და ლუ­კას ბავ­შვი რომ შეგ­ვე­ძი­ნა, მი­თხრა, რომ ჩა­მო­ვი­და, სახ­ლში, შვი­ლებ­თან დაბ­რუნ­და. მა­პა­ტი­ოს მან, მის შე­სა­ხებ რომ ვსა­უბ­რობ. თუმ­ცა ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­თხრა, იქამ­დე შვი­ლებ­თან ჩა­დი­ო­და, მა­შინ სამი შვი­ლი ჰყავ­და, რა თქმა უნდა, უნდა მი­სუ­ლი­ყო, ამას არც ვკი­თხუ­ლობ­დი. დღე­საც კი აქვთ ბავ­შვებს ურ­თი­ერ­თო­ბა. საბა რომ გა­მიჩ­ნდა, სამი თვის იყო, რო­დე­საც მი­თხრა, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ნანა, მის­გან ორ­სუ­ლად იყო.

- ლუ­კას მე­ო­თხე შვი­ლი პირ­ველ ცოლ­თან მა­შინ შე­ე­ძი­ნა, რო­დე­საც თქვენ­თან ცხოვ­რობ­და?

- დიახ, ისე­თი სტრე­სი მი­ვი­ღე, რომ ერთი კვი­რა ლო­გი­ნი­დან ვერ ვდგე­ბო­დი.

- რო­გორ აგიხ­სნათ ეს ფაქ­ტი?

- ალ­ბათ მეც სა­თა­ნა­დოდ არ მო­მი­თხო­ვია.

- შემ­დეგ ჩნდე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე. მე­დი­ა­ში ჩნდე­ბა სა­თა­უ­რე­ბი, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია ლუკა ახალ ქორ­წი­ნე­ბა­ში. თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი სად ხართ ამ დროს?

- ვცხოვ­რობ­დი დე­დას­თან... ლუკა კი­დევ მო­დი­ო­და ჩემ­თან, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ტორ­ტიც მო­მი­ტა­ნა, მაგ­რამ სახ­ლში არ დავ­ხვდი.

- რა არ გა­პა­ტი­ათ ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ, რომ ქო­ნე­ბის გა­რე­შე დაგ­ტო­ვათ და ბავ­შვებ­ზე უარი თქვა?

- მა­მას ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სა­სა­მარ­თლომ მოგ­ვცა გორ­გას­ლის ფარ­თი, და­ნარ­ჩე­ნი გა­და­მა­ლა. დარ­ჩა სარ­და­ფი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ ბავ­შვებს მი­ა­კუთ­ვნა და ალი­მენ­ტი რა თქმა უნდა. სა­ბას მა­მას ისე ენატ­რე­ბო­და, სი­ცხე­მაც კი მის­ცა, რო­დე­საც ვწერ­დი ამა­ზე პო­ლი­ცი­ას მიგ­ზავ­ნი­და სახ­ლში, რომ ოჯახს მინ­გრევ­სო. ხა­თუ­ნა ორი შვი­ლის დე­დაა და კარ­გად იცის, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის დე­დას რო­გორ უჭირს და ამას ასე არ მი­ი­ღებ­და. მას­თან რა პი­რა­დი უნდა მნდო­მე­ბო­და, რო­დე­საც ძლივს და­ვეხ­სე­ნი. ხა­თუ­ნას მე მად­ლო­ბაც კი ვუ­თხა­რი. ყო­ველ­თვის ჩუ­მად ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის ვცხოვ­რობ­დი. ოთხ ბან­კში მქონ­და სეს­ხე­ბი, მო­გეხ­სნე­ბათ ბავ­შვებს რამ­დე­ნი უნდა. მე ვერ ვმუ­შა­ობ­დი, დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და. დე­და­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×