რეზონანსი
04.08.2025

ვრცელ­დე­ბა სამ­წუ­ხა­რო ცნო­ბა, გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია. რე­ჟი­სო­რი ბოლო ხანს ავად­მყო­ფობ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ის რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლი­ა­სა და მსა­ხი­ობ ნატა ვაჩ­ნა­ძის ოჯახ­ში 1933 წლის 26 იან­ვარს და­ი­ბა­და. არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის შე­დევ­რე­ბია მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი: "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, "შე­რე­კი­ლე­ბი“, "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი“, "ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი“.

მო­მა­ვალ­მა რე­ჟი­სორ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო მოს­კო­ვის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში.

1957–1959 წლებ­ში მუ­შა­ობ­და კი­ნოს­ტუ­დია "მოს­ფილმში“. 1960 წლი­დან გა­და­ვი­და კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში“.

თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მი "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი" გა­და­ი­ღო თა­მაზ მე­ლი­ა­ვას­თან ერ­თად, 1963 წელს.

შემ­დე­გი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის "მი­ქე­ლას“ ეკ­რა­ნი­ზა­ცია (1964.) მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1977 წელს ის კვლავ და­უბ­რუნ­და კლდი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას და გა­და­ი­ღო "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვლი“ (1977).

ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ სა­ხე­ლი გა­ით­ქვა დრა­მა­ტურგ რეზო გაბ­რი­ა­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. მათ ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნეს კო­მე­დი­უ­რი ფილ­მე­ბი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“ (1968) და "შე­რე­კი­ლე­ბი“ (1973).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×