რეზონანსი
04.08.2025

ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ელდარ შენგელაიას ფილმები არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია.

„ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო- უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ.

მის ფილმები, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია, მისი კინოფრაზები კი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ დიალოგებად იქცა.

ელდარ შენგელაიას შემოქმედება, ქართული ტიპაჟებით, თვითირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით – კარგახანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.

ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახის წევრებს, კონოსაზოგადოებას, მთელ საქართველოს“, – დაწერა კახა კალაძემ.

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×