რეზონანსი
04.08.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამაღლობელი  საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. მისი თქმით, საპრცესო შეთანხმება სიკვდილივითაა. 

"იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა - დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა.

ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.

ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი.

მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა - ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებიო, რომელი მუხლი შეგეფერებაო. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ - მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დავიჭერო“ საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე - პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა.

ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის" - თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×