რეზონანსი
04.08.2025

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ნარიმან ჯელალმა, RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ამჟამად აქტიურად მუშაობს ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პირადი მოწვევა გადასცა.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც მის განხორციელებას უშლის ხელს“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×