რეზონანსი
04.08.2025

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომს დაარტყეს.

„აეროდრომზე დარტყმის შედეგად, სამი „სუ-24“-ის ტიპის თვითმფრინავი დაიბომბა. „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავი სრულად განადგურდა, ხოლო კიდევ ერთი დაზიანდა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, „საკის“ აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო იარაღის საწყობიც დაბომბეს.

„მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მხოლოდ ერთი „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×