
გორში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი გარდაცვლილი 16 წლის მოზარდია. კორპუსის მობინადრეებმა იგი ვერ ამოიცნეს, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მიმდებარე ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.
"ტვ მონიტორინგთან“ ადგილობრივები დეტალების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა.
"ვიცი, რომ ესვენა ბიჭი. კამერებმა არაფერი აჩვენაო, პოლიცია იყო მოსული...
ვიღაცა მოუკლიათ ბიჭიო, აქაური არ არისო... წასული ვიყავი, რომ მოვედი პატარა ბიჭის ცხედარი დასვენებული იყო კორპუსის ეზოში. სავარაუდოდ, მანქანებით იყვნენ და წუხელ გვიან ღამით მოუვიდათ ჩხუბი“, – აცხადებენ ადგილობრივები.