რეზონანსი
06.08.2025

რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ტრამპმა ინდოეთს დამატებითი 25%-იანი ტარიფები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას თეთრი სახლი ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, ტარიფების აღნიშნული დონე შეეხება საქონელს, რომელიც აშშ-ის ბაზრობაზე განკარგულების გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ შუადღის 12:01 საათიდან აღმოჩნდება.

ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც დაუდგინდებათ, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ ყიდულობენ რუსულ ნავთობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×