
ამერიკულმა კომპანიამ Arkel International LLC ქართველი მძღოლები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად დაიქირავა. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია - haaretz.com ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მძღოლები ძირითადად საქართველოდან და სერბეთიდან არიან, ანუ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ისრაელს ორმხრივი შრომითი ხელშეკრულებები არ აქვს.
რაც შეეხება კომპანიას, რომელიც მათ ქირაობს, Arkel International LLC აშშ-ის სამშენებლო და ლოჯისტიკის ვეტერანი ფირმაა და ღაზის ჰუმანიტარული ფონდის სუბკონტრაქტორად ოპერირებს.
ცნობილი ხდება, რომ მძღოლებს ყოველდღიურად ერთი, ზოგჯერ ორი რეისის გაკეთება კერემ შალომის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში საკვების განაწილების პუნქტებამდე უწევთ.
მათი ანაზღაურება კი თვეში დაახლოებით 4 000 შეკელს (1 070 დოლარი) შეადგენს.