რეზონანსი
06.08.2025

ფრინველებთან შეჯახების გამო, Iberia-ს თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას news york post-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  Iberia-ს რეისი IB-579-ი მადრიდის აეროპორტიდან საფრანგეთში, პარიზის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც აფრენიდან მალევე, დიდ ფრინველს შეეჯახა და ცხვირის ნაწილი დაუზიანდა. ამის გამო, ეკიპაჟი იძულებული გახდა, ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდ – ბარახასის აეროპორტში ავარიული დაშვება განეხორციელებინა. 

"ვფიქრობდით, რომ ეს ტურბულენტობა იყო, რომელზეც კაპიტანი საუბრობდა, მაგრამ შემდეგ რაღაც ხმაური გავიგეთ“, - განაცხადა თვითმფრინავის მგზავრმა, ჯანკარლო სანდოვალმა, რომელმაც თვითმფრინავის სალონში არსებული ვითარება გადაიღო და სოციალურ მედიაში გაავრცელა.

news york post-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც პარიზში მიფრინავდა,  ჰაერში მხოლოდ 20 წუთი იმყოფებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×