რეზონანსი
07.08.2025

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ხაზარაძე-ფიშერის სკანდალს აფასებს. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან.

„ხაზარაძე რომ თაღლითია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, სასამართლო გადაწყვეტილებით არის ეს ყველაფერი დადასტურებული. რა მძიმე სურათია, როდესაც თაღლით რადიკალ პოლიტიკოსთან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი აფორმებს შეთანხმებას და რეალურად, აფორმებს თუ არა, ესეც ჯერ კიდევ არავინ იცის. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან და ამ თაღლითობაში სამწუხაროდ, გახვეულ დიპლომატთან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×