
17 წელი აგვისტოს ომიდან - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პაატა ბურჭულაძე მივიდა, რომელმაც გმირების საფლავებს პატივი მიაგო.
როგორც მან განაცხადა „საქართველო გმირების ქვეყანააა, რომელსაც მუხლებზე ვერავინ დააყენებს“.
ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ “ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.“
"მოვიხსენიეთ სულები ჩვენი გმირების, ერთი რამის თქმა მინდა კიდევ ერთხელ, საქართველო არის გმირების ქვეყანა, ჩვენ ვერავინ დაგვაყნებს მუხლებზე, ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ერთი რამ კიდევ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს და ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე და სხვები, იქნებიან გმირები და მათ ვერ დააკნინებს ვერავინ და ვერსადროს. ჩვენ კი აქ ვართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე,- განაცხადა ბურჭულაძემ.
17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.
არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.