რეზონანსი
07.08.2025

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენზე საერთაშორისო გამოხმაურებები შეაფასა და აღნიშნა, რომ არაფერი არ არის უფრო არადემოკრატიული, ვიდრე კანონის სრული დარღვევით, ისეთი ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა,  რომელიც სასამართლოს მიერ არის აღიარებული დამნაშავედ. 

მისი განმარტებით, ნებისმიერი ევროპული ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა იმაზე ნაკლებად არ ისჯება, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. 

"ჩვენ 24 დიპლომატის განცხადებაც გვახსოვს და 27-ის დემარშიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყო. შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ვნახეთ, მაგრამ 27-დან არცერთს არ მოუხდია ბოდიში, რომ მართალი იყო საქართველოს პროკურატურა, პენიტენციური დაწესებულება, სასამართლო და საქართველოს სახელმწიფო. ზუსტად იგივე შემთხვევაა - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე დიპლომატები, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებშიც განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული და აქტიურად ხორციელდება "დიფ სთეითის" გავლენები, ჩვენს ქვეყანაში თავდასხმა ახორციელებენ მართლმსაჯულების სისტემაზე. არაფერი არ არის სხვა უფრო არადემოკრატიული, ვიდრე კანონის სრული დარღვევით, ისეთ ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა,  რომელიც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული დამნაშავედ. სხვა ქვეყნებში, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა რომ ავიღოთ, თუ უფრო მკაცრად არა, ამაზე ნაკლებად მაინც არ ისჯება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×