რეზონანსი
07.08.2025

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, აშშ-ის არმიის ჯარისკაცი დააკავეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 წლის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ტეილორ ადამ ლი სავარაუდოდ  ამერიკული საბრძოლო ტანკების შესახებ რუსეთის მთავრობისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა.

ჯარისკაცი ტეხასის შტატში, ფორტ ბლისში მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურეს არ უღიარებია ბრალდებები, რომლებიც ტეხასის დასავლეთ ოლქის აშშ-ის რაიონულ სასამართლოში იქნა წარდგენილი. პროკურორების ინფორმაციით, ჯარისკაცი ცდილობდა, რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, რუსეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა ინფორმაცია აშშ-ის მთავარი საბრძოლო ტანკის, M1A2 Abrams-ის ფუნქციონირებასა და დაუცველობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×