რეზონანსი
08.08.2025

საქართველოს რკინიგზა IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას, Georgian Railway-ს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

აპლიკაციის მეშვეობით ბილეთების შეძენის გარდა, მატარებლებში კონკრეტული ადგილის არჩევის საშუალება ექნებათ.

„აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს, ბილეთების შეძენის გარდა, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებში კონკრეტული ადგილების არჩევის საშუალებაც ექნება.

Georgian Railway უფასო, ქართულ და ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – ნათქვამი საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×