რეზონანსი
08.08.2025

ერთმა „ნაცმა“ მომღერალმა ხომ ააშენა რადიკალები პოლიტიკურად, მეორე – დაამშვენებს, ეს ხუმრობით, შედეგი კი ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ეს ყველაფერი დაითვლება 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილს დაუსვეს კითხვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ლელო-ძლიერ საქართველოში“ მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილი და ალეკო ელისაშვილი განიხილება.

„რადიკალებს რეალურად რომ არ ჰყავთ კანდიდატი კარს მომდგარი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს სწორედ ამას ნიშნავს. ამას თავადვე არ ადასტურებენ, თუ არ ამჟღავნებენ, ეს არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უინტერესო. ერთმა „ნაცმა“ მომღერალმა ხომ ააშენა რადიკალები პოლიტიკურად, მეორე – დაამშვენებს, ეს ხუმრობით. შედეგი ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ეს ყველაფერი დაითვლება 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოუცხადებს „ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარ მხარდაჭერას. იმ ძალებს კი, რომელთაც აქვთ სრული პოლიტიკური ქაოსი, აერთიანებთ საკუთარი ქვეყნისადმი სიძულვილი, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×