რეზონანსი
08.08.2025

აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში, ევროპაში გაიმართოს, - ინფორმაციას Fox News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.

„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია", - წერს გამოცემა.

პარალელურად კი, რუსულმა სააგენტო TASS-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რომი არ იქნება პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ადგილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა შეხვედრის შესაძლო ადგილად განიხილებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×