რეზონანსი
08.08.2025

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ახალ ტრანშს ქვეყანა Ukraine Facility მექანიზმის საშუალებით მიიღებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სტაბილურობისა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ფუნქციონიების შენარჩუნებას.

საერთო ჯამში, აღნიშნული მექანიზმი 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამ დრომდე კიევმა უკვე მიიღო ექვსი მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების სახით, 1.89 მილიარდი ევრო ავანსი და სამი ტრანში 4.2, 4.1 და 3.5 მილიარდი ევროს ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×