რეზონანსი
09.08.2025

თბილისში ყაზახეთის 27 წლის მოქალაქე, ჩინგიზ მუსადილიოვი — პროფესიონალი მოკრივე სერიკ მუსადილიოვის ძმა - გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს იგი 4 აგვისტოს ღამით, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან შენიშნეს, რის შემდეგაც მასთან კავშირი შეწყდა. ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს.

6 აგვისტოს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მუსადილიოვის გარდაცვალების შესახებ, რაც საქართველოში ყაზახეთის საელჩომაც დაადასტურა.

წინასწარი ინფორმაციით, მუსადილიოვი თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

გარდაცვლილის ძმა, სერიკ მუსადილიოვი, ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მძიმეწონოსანია პროფესიონალ კრივში. მეტსახელად „პანდა“, მას ათზე მეტი პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთა უმეტესობაც ნოკაუტით დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×