
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების, საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნებლად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. საგარეო უწყებამ, შსს-ს თან ერად უკრაინულ მხარეს სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის საჰაერო და სახმელეთო გზის გამოყენება შესთავაზა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ უკრაინული მხარე მათი მოქალაქეების ტრანზიტზე მუშაობს. საქართველო რუსეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტის ნეიტრალურ ზონაში 87 პირი იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, არ ეძლევათ, რადგან, ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. შესაძლო საფრთხეზე საუბარს თავს არიდებს ოპოზიცია.
სახელისუფლებო გუნდი კი უკრაინას მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნება.
"ჩვენ უკრაინიდან ლტოლვილ მოსახლეობას ვიღებთ და მათ ყველანაირ პირობას ვუქმნით აქ ყოფნის დროს ნორმალური პირობების შექმნაში. მაგრამ, როდესაც საუბარია მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანთა ჯგუფზე, აქ, პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები დგება. ამიტომ, ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ ის სთხოვს უკრაინის მხარეს და დღეს უკვე დაჟინებით მოითხოვს, მოხდეს ამ მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნება. მით უმეტეს ჩვენ ყველანაირი პირობის უზრუნველყოფას ჩვენს თავზე ვიღებთ, რათა ეს პირები უკრაინაში დაბრუნდნენ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.