რეზონანსი
09.08.2025

"მათ ახლა კარგი არჩევანი არ აქვთ და რა პიროვნებაც არ უნდა დაასახელონ, მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება, არც თბილისში და არც სხვა 64 მუნიციპალიტეტში" - ეს განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

"ის, რაც ოპოზიციამ თავის თავს დამართა და რა შეურაცხყოფაც მან საკუთარ ამომრჩეველს მიაყენა, მათი ნების ასეთი უგულებელყოფით, განპირობებულია სწორედ აქედან მათი ასეთი მძიმე მდგომარეობა. ამიტომ, მათ ახლა კარგი არჩევანი არ აქვთ და რა პიროვნებაც არ უნდა დაასახელონ, მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება, არც თბილისში და არც სხვა 64 მუნიციპალიტეტში. გამომდინარე აქედან, დღეს მათი ერთადერთი ბარიერგადალახული პარტიების მიზანი არის, რომ პარტიული სხეული შეინარჩუნონ და საკრებულოების დონეზე მაინც, ადგილებზე რაღაც პარტიული წარმომადგენლობა მაინც იქნას მიღწეული. ეს შედეგი არის, რაც შეიძლება მათ მაქსიმუმ ამ არჩევნებში მიიღონ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×