რეზონანსი
09.08.2025

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

უკვე ორი თვეა რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ, სასაზღვრო გამტარი პუნქტის - „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. თუმცა, ოფიციალური კიევი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს აჭიანურებს. ქართულმა მხარემ უკრაინულს არაერთხელ მიმართა და მზადყოფნა გამოთქვა, პროცესს ხელი შეუწყოს, მათ შორის აანაზღაუროს აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი.

უკრაინის საელჩო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე" არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარს ავრცელებს. თანამშრომლობას ადასტურებენ, თუმცა როდის მოხდება მათი მოქალაქეების გაყვანა არ აკონკრეტებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×