რეზონანსი
09.08.2025

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროცესი 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურას კი ის ადამიანები გადიან, ვინც სერვისს კერძო სუბიექტებისაგან იღებდნენ.

სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან.

ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისგან მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×