რეზონანსი
10.08.2025

როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოეს კვირებში მოხდება, არც ისე სასიამოვნო იქნება.

„გახსოვთ, ძველი აფრიკული სიბრძნე, რომელსაც ხშირად ვიმეორებ? არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ სპილოები, ბალახია ის, ვინც იტანჯება. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება საუბარი 15 აგვისტოს, ბალახია ის, ვინც იტანჯება, ამ შემთხვევაში, უკრაინა“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმება.

„შემდეგ ნახავთ, როგორ გაიქცევა ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ისინი ერთმანეთს გაასწრებენ „ბიზნესის შესაძლებლობების“ საძიებლად“, – აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×